ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.

სამების საკათედრო ტაძარში მუსიკოსის, ფოლკლორისტის, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს.

ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ანზორ ერქომაიშვილს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

ბიძინა ივანიშვილმა ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. „ანზორ ერქომაიშვილი ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს, ჩვენს უნიკალურ კულტურას“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის წერილში.