ბიძინა ივანიშვილმა ჯემალ ჭკუასელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა
ბიძინა ივანიშვილმა ჯემალ ჭკუასელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა

საზოგადოება ანსამბლ „ერისიონის“ მთავარ დირიჟორსა და მომღერალ ჯემალ ჭკუასელს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს სამების ეკლესიაში.

ცოტა ხნის წინ, ჯემალ ჭკუასელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. ის ეკლესიაში მეუღლესთან ერთად მივიდა.

ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი და მომღერალი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.