ბიძინა ივანიშვილმა „ენდიაის“ პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან ონლაინშეხვედრა გამართა
ბიძინა ივანიშვილმა „ენდიაის“ პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან ონლაინშეხვედრა გამართა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

„შეხვედრას ესწრებოდნენ NDI-ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი პატრიკ მერლო, NDI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი ალან გილამი და NDI-საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში თეონა ყუფუნია“,- აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

დატოვე კომენტარი