ბიძინა ივანიშვილის განცხადებები მმართველ გუნდთან შეხვედრაზე [სრული ვიდეო]

„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.