ბიძინა ივანიშვილი - ვიყავი და ვრჩები 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე, გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
ბიძინა ივანიშვილი - ვიყავი და ვრჩები 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე, გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა

როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ რა, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უნაკლო საარჩევნო სისტემები არ არსებობს.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცივილიზებულ სამყაროში არ წყდება დისკუსიები ამა თუ იმ სისტემის ავკარგიანობაზე. პანაცეა არა საარჩევნო სისტემა, არამედ დემოკრატიაა, ანუ ინსტიტუციონალურად გამართული პოლიტიკური სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთავარი – ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში. მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ რა, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, – ჩემს გუნდთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიქნები გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი გახდება შეუქცევადი. 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამის წინაპირობა და თვალსაჩინო მაგალითი იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი