ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა „ქართული ოცნების“ ძველი გვარდიის ერთგულება, გამოცდილება და სამოქალაქო გმირობა
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა „ქართული ოცნების“ ძველი გვარდიის ერთგულება, გამოცდილება და სამოქალაქო გმირობა

მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლო 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში – საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს.

„მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში.