ბიძინა ივანიშვილი - ქართველი ხალხის სწორი არჩევანით მოვახერხებთ, ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ
ბიძინა ივანიშვილი - ქართველი ხალხის სწორი არჩევანით მოვახერხებთ, ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ

ისევე როგორც ბოლო წლებში, ქართველი ხალხის სწორი არჩევანით მოვახერხებთ, ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას „ქართული ოცნების“ კანდიდატები მოიპოვებენ.

„დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს. როგორც მთაწმინდის, ასევე სხვა ოლქებში აქტივობა მაღალია. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით დღეს გაიმარჯვებენ.

დღევანდელი შუალედური არჩევნებით, ისევე როგორც ბოლო წლებში ქართველი ხალხის სწორი არჩევანით, მოვახერხებთ, ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ. მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა იქ ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველივე ტურში უნდა გაიმარჯვოს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად იყო მისული.