ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება“ არ არის ჩემთვის ძირითადი, ჩემთვის ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო
ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება“ არ არის ჩემთვის ძირითადი, ჩემთვის ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო

„ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდ პატივს ვცემ, დიდი წვლილი მაქვს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის ჩემთვის ძირითადი, ჩემთვის ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

ურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, ამ პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელოს.

„ქართულ ოცნებას“ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, დიდი წვლილი მაქვს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის ჩემთვის ძირითადი, ჩემთვის ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო. სახელმწიფო განვითარებისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ იყვნენ კიდევ ბევრი ძლიერი პარტიები და საზოგადოებას ასარჩევი ჰქონდეს.

სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობაა, როგორიც არის და ამ რეალობას სწორედ ეს მოუხდებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.