ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება [ფოტო/ვიდეო]

12:06, 22.03.2026

ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება.

ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძარში ოჯახთან ერთად იმყოფება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი