ბიძინა ივანიშვილი – ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო მიიღებს, ჩვენ პატივს ვცემთ და ანგარიშს გავუწევთ
ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო მიიღებს, ჩვენ პატივს ვცემთ და ანგარიშს გავუწევთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებისგან არის დაკომპლექტებული და პატივს სცემს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ წევრებისგან, აბსოლუტურად პატივს სცემს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული, ჩვენ პატივს ვცემთ და ანგარიშს გავუწევთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.