ბიძინა ივანიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიერ მართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდათ, საქართველოში მშენებლობა შეაჩერონ, მავნებლები არიან 
ბიძინა ივანიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიერ მართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდათ, საქართველოში მშენებლობა შეაჩერონ, მავნებლები არიან 

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიერ მართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდათ, საქართველოში მშენებლობა შეაჩერონ, მავნებლები არიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს აჭარის რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნების ღონისძიებაზე საუბარი გვქონდა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეზე, არჩილ ხაბაძეზე. ამ ფონზე მინდოდა გახსენება და ვერ გავიხსენე გუნდის წევრებთან ნარმანია, რომელიც თბილისის მერი იყო. თქვენ ნახეთ მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მათგან მართული არასამთავრობო ორგანიზაციები საშინელ შეტევაზე იყვნენ ნებისმიერ მშენებლობაზე. ნახეთ, რა დღეში იყვნენ „პანორამაზე“. უნიკალურ, არარენტაბელურ პროექტს ვაკეთებ თბილისში. ნახეთ, რა დღეში იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ამის მიერ მართული ენჯეოები. მათ უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში. უნდათ, დაანგრიონ ქვეყანა, ისინი მავნებლები არიან და არ მალავენ ამას. ზუსტად იგივე ხდება ბათუმშიც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.