ბიძინა ივანიშვილი - მინდა, საზოგადოებას გადავუხადო მადლობა ასეთი რეაქციისთვის, დანარჩენი ალბათ ჩემზეა, რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებ
ბიძინა ივანიშვილი - მინდა, საზოგადოებას გადავუხადო მადლობა ასეთი რეაქციისთვის, დანარჩენი ალბათ ჩემზეა, რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებ

ჩვენ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში, ჩვენს ევროპაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ მათი ნდობა გაამართლოს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა მოკლე დროში მოახერხა და გამოასწორა ის ხარვეზები, რაც ჰქონდა.

„გუნდმაც გააკეთა რეაქცია, რაც მოახერხა მოკლე დროში და მისასალმებელია. მეც პირადად გავაკეთე რეაქცია და ალბათ საზოგადოება ამაზეც მოახდენს რეაქციას. მეც გავაკეთე დასკვნები, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ უფრო ადრე ვიგრძენი და უფრო ადრე დავიწყე დასკვნების გაკეთება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადე საზოგადოებას ასეთი შეგრძნებისთვის, ასეთი რეაქციისთვის, დანარჩენი ალბათ ჩემზეა, მეც რაც დაგპირდით ყველაფერს გავაკეთებ. მაქსიმუმს შევეცდები და გაჩვენებთ, რომ თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ. მადლობა საზოგადოებას და მადლობა გუნდს, რომელმაც თავდადებით იმუშავა და ის ხარვეზები, რაც ჰქონდა, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოასწორა. ჩვენ ასეთივე თავდადებით, გუნდთან ერთად შევეცდებით და ჩვენს ქვეყანას აუცილებლად წარმატების გზისკენ წავიყვანთ. ჩვენ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში, ჩვენს ევროპაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.