ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, ებრაელ ხალხს ბოდიშს უხდის
ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, ებრაელ ხალხს ბოდიშს უხდის

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, ებრაელ ხალხს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„პროფესიონალები დავიქირავე და ჩამოვიყვანე და არც ვმალავ. სააკაშვილი ამაზე ცუდი ტონით საუბრობს. ებრაელები ჩვენი მეგობრები არიან, 26 საუკუნეა მეგობრობა გვაქვს და ამ ხალხთან გაუგებრობა არასდროს გვქონია და თურმე ამას ისეთი ტერმინითა და მინიშნებით აკეთებს, თითქოს სირცხვილია. მე თვითონ ბოდიშს მოვუხდი ჩვენს მეგობრებს, ჩვენს საყვარელ ებრაელ ხალხს, რომ ასეთ შეურახცყოფას აყენებ. ვამაყობ, რომ მათთან მაქვს კომუნიკაცია, ეს ბრძენი და ჭკვიანი ხალხია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ ისაუბრა და მას ებრაელი აფერისტი უწოდა.