ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო
ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს აბასთუმანში მდებარე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო.

ბიძინა ივანიშვილი ტაძარში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

დღეს დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღეა.

აბასთუმანში წმინდა პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტერი XIX საუკუნის ბოლოს აიგო.