ბიძინა ივანიშვილი - მამუკა ბახტაძის ინიციატივების შედეგად მივიღებთ იმას, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპები უნდა დაჩქარდეს
ბიძინა ივანიშვილი - მამუკა ბახტაძის ინიციატივების შედეგად მივიღებთ იმას, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპები უნდა დაჩქარდეს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივების შედეგად მივიღებთ იმას, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპები უნდა დაჩქარდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა მაკა ცინცაძემ ბიძინა ივანიშვილს კითხვა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივებსა და მოსალოდნელ შედეგებზე დაუსვა.

„მართლაც ჰქონდა ინიციატივები დღევანდელ პრემიერს, ყოფილ ფინანსთა მინისტრს, როდესაც ის ფინანსთა მინისტრი იყო: ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა უფრო ეფექტური გახდა და ეს ინიციატივები მისგან მოდიოდა; სტარტაპებსაც შეგახსენებთ და ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, შედეგად მივიღებთ იმას, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპები უნდა დაჩქარდეს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ უახლოეს წლებში, სიტუაცია გარდავტეხოთ, ეკონომიკა როგორმე მივუახლოოთ დემოკრატიულ ღირებულებებს, რათა ქვეყნის სტაბილურობა ნაკლებად მოწყვლადი გავხადოთ. ასეთ შედეგებს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.