ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელს ტიტუს კორლატეანს და ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.