ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია, დღეს ჩვენს პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია, დღეს ჩვენს პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან

ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია, დღეს ჩვენს პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს მათ პირისპირ ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან.

„დღეს არ ვაპირებ, ვისაუბრო არც იმ ცხრაწლიან რეჟიმზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა უფლება, ყველა ღირსება, და ეს ბევრმა თქვენგანმა საკუთარ თავზე და ოჯახზე იწვნია, და არც ჩვენს მიღწევებზე.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამშობლო ისევ ისტორიულ გზაგასაყართან დგას. არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობების განახლების საუკეთესო მომენტი.

რამდენიმე თვის წინ, მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება. მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი, კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ.

თუმცა ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს – ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენს წინ, ჩვენს პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში.