ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი მმართველობის დროს განათლების სფეროში გასამმაგდა ხარჯები, გაორმაგდა მასწავლებელთა ხელფასები, ვაგრძელებთ ახალი სკოლების მშენებლობას, არსებულის რეაბილიტაციასა და აღჭურვას
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი მმართველობის დროს განათლების სფეროში გასამმაგდა ხარჯები, გაორმაგდა მასწავლებელთა ხელფასები, ვაგრძელებთ ახალი სკოლების მშენებლობას, არსებულის რეაბილიტაციასა და აღჭურვას

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ და სწორედ ამიტომ, ჩვენი მმართველობის დროს განათლების სფეროში გასამმაგებულია ხარჯები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„შედარებისთვის, 2013-2020 წლებში, განათლების მიმართულებით, 11 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ ოთხი მილიარდ 600 მილიონი ლარი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაორმაგდა მასწავლებელთა ხელფასები და დღეს, 400 ლარის ნაცვლად, კვალიფიციური მასწავლებლების ანაზღაურება 1000 ლარს აღემატება.

„განათლების უპრეცედენტო რეფორმის ფარგლებში, ვაგრძელებთ ახალი სკოლების მშენებლობას, არსებულის რეაბილიტაციას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მათ აღჭურვას.

ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგები და შევქმენით დამატებითი მოტივაცია სკოლებში, განსაკუთრებით, რეგიონებისა და მთის სკოლებში პედაგოგთა ახალი თაობის მოსაზიდად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.