ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ რთულ რეგიონში და პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ, ამიტომ ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკი, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ რთულ რეგიონში და პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ, ამიტომ ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკი, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია

ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ ამისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ცხოვრობს.

„არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენ საკმაოდ რთულ დროში, რთულ რეგიონში და პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ. ამიტომ, ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკი, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია, რომლებმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას.

ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ ამისთვის. ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.