ბიძინა ივანიშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაც მოვიდეთ, თუ არა, და ამის ალბათობა არსებობს, ვითანამშრომლებთ ყველასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა
ბიძინა ივანიშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაც მოვიდეთ, თუ არა, და ამის ალბათობა არსებობს, ვითანამშრომლებთ ყველასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა

არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაც მოვიდეთ,  თუ არა, და ამის ალბათობა არსებობს, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, -ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან გულისხმობს იმის ალბათობას, რომ ერთმა პარტიამ და მათ რიცხვში „ქართულმა ოცნებამ“ გადალახოს 50%-იანი ბარიერი, იქნება რთული, თუმცა შესაძლებელი, მაგრამ არა აუცილებელი.

„ის, რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას. ჩვენ ეს მივიღეთ თითქმის მოულოდნელად, თუმცა 2024 წელს უნდა ყოფილიყო. ამის მიზეზი კარგად ავხსენი ჩემს განცხადებაში. მზაობა იგრძნობა ახალგაზრდების მხრიდან, მათ აქვთ სურვილი ჩართულობის. მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხისმგებლობა იყოს, მეტმა გაიზიაროს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს უმრავლესობითაც  მოვიდეთ და თუ არა, და ამის ალბათობა არსებობს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ ალბათ ყველასთან. ვისთან და როგორ, ამაზე 2020 წელს ვისაუბროთ, როდესაც გამოიკვეთება. ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

დატოვე კომენტარი