ბიძინა ივანიშვილი - ახლა მთავარია, ხელისუფლებაზე, ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა საკუთარი მომავალი, ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ
ბიძინა ივანიშვილი - ახლა მთავარია, ხელისუფლებაზე, ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა საკუთარი მომავალი, ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ

ახლა მთავარია, ხელისუფლებაზე, ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა საკუთარი მომავალი, ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს.

ივანიშვილის თქმით, იღებს პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გაასწორებს მართვის ყველა ხარვეზს და მთელ მის რესურსს გამოიყენებს, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.

„მინდა შეგახსენოთ რაც არჩევნებამდეც განვაცხადე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.

მთავარია ახლა, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას”,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში.