ბიძინა გეგიძის ფრაქციის წევრები მიხეილ გიორგაძეს შეხვდებიან

09:39, 16.04.2018

საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს შეხვდებიან.

პირველი არხის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა 16 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.

შეხვედრაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე იმსჯელებენ.

 

მსგავსი