ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს
ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს

ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. გეგიძის თაობაზე გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, გეგიძის ბოლოდროინდელი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა პარტიის პოზიციებთან, რაც საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა.

ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.