ბიძინა გეგიძე - თუ ცვლილებებია საჭირო, უნდა განხორციელდეს, თუ არ არის საჭირო და შეცდომებია, შეცდომები უნდა გამოსწორდეს
ბიძინა გეგიძე - თუ ცვლილებებია საჭირო, უნდა განხორციელდეს, თუ არ არის საჭირო და შეცდომებია, შეცდომები უნდა გამოსწორდეს

თუ ცვლილებებია საჭირო, უნდა განხორციელდეს, თუ არ არის საჭირო და შეცდომებია, შეცდომები უნდა გამოსწორდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ განაცხადა.

როგორც ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, ქვეყანაში მეტია ნეგატიური პროცესები და მეტი პოზიტიური დოზის შეტანაა აუცილებელი.

„თუ ცვლილებებია საჭირო, უნდა განხორციელდეს, თუ არ არის საჭირო და შეცდომებია, შეცდომები უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა გეგიძემ.

ამასთან, დეპუტატი დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ კახა კალაძემ თბილისს მიხედავს, რადგან უამრავი პრობლემაა.

„მერე რა თუ არ მეთანხმება კახა კალაძე. მეც არ ვეთანხმები უამრავ რამეში და დიდი ხანია საჯაროდ ვამბობ ამას.  ჩემს პატივისცემას ყველა ლიდერს ვუდასტურებ, უბრალოდ ასეთი ლექსიკით მე არ ვსაუბრობ და ვისაც როგორ უნდა ისე ისაუბროს“, – განაცხადა გეგიძემ.

დატოვე კომენტარი