ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

15:44, 18.08.2019

საქართველოს პარლამენტის წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.

„ყოველგვარი შესავლის გარეშე გაცნობებთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებული ვარ სუს-ში (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო). ამ დღეებში ვაპირებ მისვლას!“ – აცხადებს გეგიძე.

რასთან დაკავშირებით არის დაბარებული გამოკითხვაზე დეპუტატი, ამ დროისათვის უცნობია.

მსგავსი