ბიძინა გეგიძე - შეიძლება, დეპუტატების ურთიერთობის წესებზე ჯენტლმენური შეთანხმება შედგეს
ბიძინა გეგიძე - შეიძლება, დეპუტატების ურთიერთობის წესებზე ჯენტლმენური შეთანხმება შედგეს

ფრაქცია „ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის შიგნით მოლაპარაკება რაიმე დოკუმენტის გარეშეც შეიძლება, რაც შედეგებს მოიტანს და საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

ამის შესახებ კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის ქცევის კოდექსის შესაძლო ამოქმედებაზე საუბრისას განაცხადა.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ უნდა გაიწეროს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ქცევის გარკვეული წესები, რომლებიც დისციპლინის დასაცავად არის საჭირო.

ბიძინა გეგიძე მიიჩნევს, რომ დეპუტატების ურთიერთობის წესები შეიძლება დოკუმენტშიც აისახოს, ან ჯენტლმენური შეთანხმება შედგეს.

„საპარლამენტო წესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება და ნაბიჯი უკეთესი შედეგებისთვის უნდა იყოს გადადგმული”, – განაცხადა გეგიძემ.