ბიძინა გეგიძე - სასამართლო სისტემა საკმაოდ კრიტიკულ ნიშნულზეა, ამ დროს მოსალოდნელი,ა უმრავლესობიდან წამსვლელთა რიცხვი გაიზარდოს
ბიძინა გეგიძე - სასამართლო სისტემა საკმაოდ კრიტიკულ ნიშნულზეა, ამ დროს მოსალოდნელი,ა უმრავლესობიდან წამსვლელთა რიცხვი გაიზარდოს

სასამართლო სისტემა საკმაოდ კრიტიკულ ნიშნულზეა, ამ დროს მოსალოდნელი,ა უმრავლესობიდან წამსვლელთა რიცხვი გაიზარდოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა ბიძინა გეგიძემ განაცხადა.

როგორც გეგიძემ აღნიშნა, სამართლიანი სასამართლო არის ეროვნული ინტერესების ტოლფასი საკითხი.

„ეს არის პოლიტიკა. პოლიტიკაში ყველაფერია მოსალოდნელი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება სასამართლო სისტემას, რომელიც საკმაოდ კრიტიკულ ნიშნულზეა. ამ დროს მოსალოდნელია უმრავლესობიდან წამსვლელთა რიცხვი გაიზარდოს.

ჩემთვის სამართლიანი სასამართლო არის ეროვნული ინტერესების ტოლფასი საკითხი, აქედან გამომდინარე მე ვაკვირდები პროცესს. ჯერ არ მაქვს აღქმა, რომ ეს პროცესი ჯანსაღია, ვაკვირდები პროცესს და მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.