ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ მისთვის არავის უცნობებია
ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ მისთვის არავის უცნობებია

მოსალოდნელი იქნებოდა თუ ეს მოხდებოდა და თუ არ მოხდებოდა, ამაშიც ვერაფერს დავინახავდი განსაკუთრებულს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისი თქმით, არავის უცნობებია, რომ უმრავლესობა დაატოვებინეს.

„არც ნიუსი მინახავს. სად გაკეთდა ეს განცხადება? უნდა მივიღო ან ნიუსის სახით. თქვენგან მესმის, თქვენგან გავიგე მე. საჯაროდ უნდა გაჟღერდეს ან დაიდოს, ოფიციალურად. მე მჯერა თქვენ რასაც მეუბნებით, მაგრამ კომენტარი რომ გავაკეთო, უნდა გავაკეთო საჯარო სივრცისთვის ან თვითონ უნდა დამეკონტაქტოს ვინმე, ვოლსკი იქნება თუ ა.შ. ან კიდევ, თქვენ ჩიტმა ამბავი მოგიტანათ. მოსალოდნელი იყო კიდეც და როგორ გითხრათ, მოსალოდნელი იქნებოდა თუ ეს მოხდებოდა და თუ არ მოხდებოდა, ამაშიც ვერაფერს დავინახავდი მე რაღაც განსაკუთრებულს“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.