ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ რეკრეაციულ ზონებში მშენებლობების აღსაკვეთად კანონის მიღება აუცილებელია
ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ რეკრეაციულ ზონებში მშენებლობების აღსაკვეთად კანონის მიღება აუცილებელია

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსათვის“ წევრი ბიძინა გეგიძე მიიჩნევს, რომ რეკრეაციულ ზონებში მშენებლობების აღსაკვეთად საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია. ფრაქცია შესაბამის კანონპროექტს მომავალ კვირას სესიაზე მეორე მოსმენით გაიტანს. მანამდე კი, გეგიძე აგრძელებს კონსულტაციებს სპეციალისტებთან. დღეს შეხვედრა თბილისის გენგეგმის ავტორ მერაბ ბოლქვაძესთან გაიმართა.

ბიძინა გეგიძის თქმით, რაგბის კავშირს ვერეს ხეობაში გადაეცა ტერიტორია, სადაც უნდა აშენებულიყო სპორტული მოედანი, თუმცა მან მიწა კერძო კომპანიაზე გაასხვისა. გეგიძე მოუწოდებს მერიას, არ დაუშვას მიწის აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობა.

„რაგბის კავშირმა გაყიდა რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწა, რათა იქ კომპანია „ანაგმა“ უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი ააშენოს. მივმართეთ კომპანიას, რომელმაც გვითხრა, რომ იურიდიულად ყველაფერი დაცულია. მაგრამ, როდესაც საუბარია კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ ბიზნესზე, ეს იურიდიული პროცესით არ განისაზღვრება. თუ საჯარო ინტერესები ბიზნესისთვის არ არის არგუმენტი, ასეთი ბიზნესის არ მწამს“, – აცხადებს ბიძინა გეგიძე.