„ბიბლუსის“ გენერალური დირექტორი - რაც უფრო აქტიური იქნება ერთობლივი მუშაობა, მეტი შედეგი იქნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდვითარებისთვის
„ბიბლუსის“ გენერალური დირექტორი - რაც უფრო აქტიური იქნება ერთობლივი მუშაობა, მეტი შედეგი იქნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდვითარებისთვის

მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, რადგან პირველ რიგში, ვიღებთ ინფორმაციას და ასევე, ვუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს ერთმანეთს, შესაბამისად, რეალურად არის რეაგირება, – ამის შესახებ „ბიბლუსის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გაგნიძემ მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთობლივ მუშაობას უფრო მეტი შედეგი ექნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისთვის.

„ამ ეტაპზეც გავაჟღერეთ რამდენიმე ინიციატივა რაზეც იყო რეაგირება, ველოდებით, რომ მოხდება იმ თემების გათვალისწინება რაც გვაწუხებს, საბოლოო ჯამში, რაც უფრო აქტიური იქნება ერთობლივი მუშაობა, უფრო მეტი შედეგი იქნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ეპიდვითარებისთვის და შესაბამისად, უფრო კარგად განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა „ბიბლუსის“ გენერალურმა დირექტორმა.