„ბიბისიში“ აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შემდეგ, ბაქოში ოფისს ხურავენ
„ბიბისი“ ბაქოში ოფისს ხურავს. როგორ მედიასაშუალებაში აცხადებენ, ოფისის დახურვის იძულებითი გადაწყვეტილება მიიღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზეპირი მოთხოვნის მიღების შემდეგ.
ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი აზერბაიჯანში 1994 წლიდან მუშაობს. კორპორაცია წუხილს გამოთქვამს პრესის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ამ შემზღუდავი ნაბიჯის გამო.
„ბიბისი“ აცხადებს, რომ ბაქოში მისი ჟურნალისტების გუნდმა შეაჩერა მუშაობა განმარტებებამდე. მედიასაშუალებაში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანის მთავრობისგან წერილობითი განცხადება არ მიუღიათ და სხვადასხვა არხით ცდილობენ განმარტებების მიღებას.
„ჩვენ ღრმად ვწუხვართ პრესის თავისუფლების წინააღმდეგ ამ შემზღუდავი ნაბიჯების გამო, რომელიც შეაფერხებს ჩვენს შესაძლებლობას, მივაწოდოთ აუდიტორიას ქვეყნის შიგნით და გარეთ აზერბაიჯანის შესახებ და აზერბაიჯანიდან“, – ნათქვამია „ბიბისის“ პრესსპიკერის განცხადებაში.