„ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს დევი ჭანკოტაძე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შავ პიარს უწოდებს
„ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს დევი ჭანკოტაძე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შავ პიარს უწოდებს

მეტი საქმე არ აქვს ბატონ დავით კეზერაშვილს, რომ ქოლცენტერები შექმნას, მისი მუშაობა დააორგანიზოს და ა.შ., – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

ჭანკოტაძის თქმით, „ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ განხორციელდეს საინფორმაციო ომი“.

„ეს არის შავი პიარის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც, ყველანი ვხედავთ, რომ ხორციელდება ბატონი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. მეტი საქმე არ აქვს ბატონ დავით კეზერაშვილს, რომ ქოლცენტერები შექმნას, მისი მუშაობა დააორგანიზოს და ა.შ. დავით კეზერაშვილი არის ოპოზიციონერი, ოპოზიციას უჭერს მხარს და ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდეს საინფორმაციო ომი“, – განუცხადა ჭანკოტაძემ „რუსთავი 2“-ს.