„ბიბისის“ ინგლისური ენის შემსწავლელ პროგრამას სერიალის ფორმატი ექნება, რომლითაც „ტელესკოლის“ მაყურებელს ბრიტანული კულტურის გაცნობის საშუალებაც ექნება
„ბიბისის“ ინგლისური ენის შემსწავლელ პროგრამას სერიალის ფორმატი ექნება, რომლითაც „ტელესკოლის“ მაყურებელს ბრიტანული კულტურის გაცნობის საშუალებაც ექნება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორის, ზაზა ფურცელაძის განცხადებით, „ბიბისის“ ინგლისური ენის შემსწავლელ პროგრამას სერიალის ფორმატი ექნება, რომლითაც „ტელესკოლის“ მაყურებელს ენის კომპეტენციის ამაღლების გარდა, ბრიტანული კულტურის გაცნობის საშუალება ექნება.

„მოხარული ვარ, რომ ბრიტანეთის საბჭო საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა ბრიტანეთის საბჭოსა და „ბიბისის“ ერთობლივი პროდუქტის წარდგენა ქართული მაყურებლისთვის. ეს გახლავთ პროგრამა ინგლისური ენის შემსწავლელთათვის, რომელსაც აქვს განსხვავებული ფორმატი. ფორმატი არის დაახლოებით ფილმის ან სერიალის, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მსმენელს, მაყურებელს უფრო მეტი შეიტყოს ბრიტანული კულტურისა თუ ყოფის შესახებ, იმის პარალელურად, რომ ისინი შეძლებენ ინგლისური ენის კომპეტენციის განვითარებას.

ხვალიდან, ანუ შაბათიდან „ტელესკოლის“ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, თვალყური ადევნოს ამ სერიალს და გარდა ამისა, ისარგებლოს იმ ონლაინ რესურსით, სავარჯიშოებითა თუ სცენარით, რომელიც განთავსებული იქნება ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე რათა მთელი კვირის განმავლობაში უკვე სავარჯიშოები გააკეთოს, უფრო უკეთ გაეცნოს იმ გრამატიკულ თუ ლექსიკურ მასალას, რომელიც გაშლილი არის ამ ფილმში და დახვეწოს ინგლისური ენაში კომპეტენცია. ეს გახლავთ ათი ეპიზოდი, რომლის მიწოდებასაც მოვახდენთ მომავალი ხუთი კვირის განმავლობაში. იმედი მაქვს, სამომავლოდაც გაგრძელდება; კიდევ კიდევ ოცი ეპიზოდია გამზადებული მისაწოდებლად მაყურებლისთვის და იმედი მაქვს, ეს შესაძლებლობაც მოგვეცემა“, – განაცხადა ზაზა ფურცელაძემ.

საქართველოს პირველი არხის პროექტ „ტელესკოლას“ არდადეგების პერიოდში „ბიბისის“ ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება.