„ბიბისის“ ინფორმაციით, შრი-ლანკის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

01:30, 13.07.2022

შრი-ლანკის პრეზიდენტმა, გოტაბაია რაჯაპაკსამ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დემონსტრანტების მეირ რაჯაპაკსას სასახლის შტურმის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. როგორც „ბიბისისთვის“ გახდა ცნობილი, ქვეყანა ასევე დატოვა პრეზიდენტის ძმამ, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ბაზილ რაჯაპაკსამ. გავრცელებული ინფორმაციით, ის აშშ-ში მიემგზავრება.

9 ივლისს დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი, ცეცხლი წაუკიდეს პრეზიდენტის რეზიდენციას.

ეკონომიკური კრიზისის გამო დაწყებული მასობრივი დემონსტრაციებისა და არეულობის ფონზე პრეზიდენტი საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ 13 ივლისს გადადგებოდა.

ადგილობრივები პრეზიდენტ რაჯაპაკსას ადმინისტრაციას ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ადანაშაულებენ. თვეების განმავლობაში შრი-ლანკის მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, ასევე ქვეყანა საწვავის, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტს განიცდის.

მსგავსი