„ბიბისის“ ინფორმაციით, სამხრეთ ავსტრალიის შტატში საყოველთაო კარანტინი პიცერიის თანამშრომლის ტყუილის გამო დააწესეს
„ბიბისის“ ინფორმაციით, სამხრეთ ავსტრალიის შტატში საყოველთაო კარანტინი პიცერიის თანამშრომლის ტყუილის გამო დააწესეს

სამხრეთ ავსტრალიის შტატში საყოველთაო კარანტინი პიცერიის თანამშრომლის ტყუილის გამო დააწესეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მკაცრი კარანტინი 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სამხრეთ ავსტრალიის შტატში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თუმცა, როგორც „ბიბისი“ წერს, კარანტინის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა პიცერიის თანამშრომლის ტყუილი, რომელმაც დამალა, რომ პიცერიის მაღაზიაში რამდენიმე მორიგების დროს იმუშავა.

მან ხელისუფლებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და უთხრა, რომ უბრალოდ მომხმარებელი იყო.

ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა მამაკაცს სისხლის სამართლებრივი დევნა არ ემუქრება, რადგან ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.