„ბიბისის“ ინფორმაციით, „მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებული ჰაკერები აშშ-ის არჩევნებში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებენ
„ბიბისის“ ინფორმაციით, „მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებული ჰაკერები აშშ-ის არჩევნებში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებენ

რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებული ჰაკერები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანია„მაიქროსოფტის“ განაცხადებაშია აღნიშნული.

ტექნოლოგიური კომპანიის ინფორმაციით, რუსი ჰაკერები, რომლებმაც 2016 წელს დემოკრატიული პარტიის კამპანიაზე უარყოფითი გავლენა იქონიეს, პროცესში ისეც არიან ჩართული.

„მაიქროსოფტის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სტრონტიუმის“ ჯგუფის რუსი ჰაკერები 200-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, რომელთა უმრავლესობა აშშ-ის პოლიტიკურ პარტიებთან, როგორც რესპუბლიკელებთან, ასევე დემოკრატებთან არის დაკავშირებული.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ჩინელი ჰაკერები თავს ესხმიან ჯო ბაიდენის კამპანიასთან დაკავშირებულ ადამიანებს, ირანელი ჰაკერების მთავარი სამიზნე კი დონალდ ტრამპის კამპანიაში ჩართული ადამიანები არიან. „მაიქროსოფტის“ ინფორმაციით, კიბერთავდასხმების უმრავლესობა წარუმატებელი იყო.