„ბიბისის“ ინფორმაციით, ლიბიაში მეამბოხეებმა სტრატეგიული ქალაქი სურთი დაიკავეს
„ბიბისის“ ინფორმაციით, ლიბიაში მეამბოხეებმა სტრატეგიული ქალაქი სურთი დაიკავეს

ლიბიაში მეამბოხეებმა სტრატეგიული ქალაქი სურთი დაიკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სურთის მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქალაქის მისადგომებთან გენერლ ხალიფა ჰაფთარის არმიის ესკორტი შენიშნეს.

როგორც მეამბოხეები ამტკიცებენ, მათ სტრატეგიული ქალაქი რამდენიმე ავიაიერიშის შედეგად დაიკავეს.

სურთს 2016 წლის შემდეგ გაერო-ს მიერ აღიარებული ლიბიის მთავრობა აკონტროლებს. ამ ეტაპზე სურთში არსებულ ვითარებაზე მთავრობის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

გენერალ ჰაფთარის არმიის სურთში შესვლის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხდა, რომ ანკარა ლიბიაში სამხედრო მოსამსახურეებს გააგზავნის. ისინი მხარს დაუჭერენ გაერო-ს მიერ აღიარებულ ლიბიის მთავრობას.

როგორც „ბიბისი“ წერს, გაერო-ს მიერ აღიარებულ ლიბიის მთავრობას თურქეთის გარდა ყატარიც უჭერს მხარს, ხოლო გენერლ ჰაფთარს ზურგს ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმაგრებენ.