„ბიბისის“ ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ოთხი ბავშვია
„ბიბისის“ ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ოთხი ბავშვია

იტალიაში კორონავირუსით ბავშვების დაინფიცირების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. „ბიბისის“ ინფორმაციით, დაინფიცირებულია ოთხი ბავშვი.

ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში კორონავირუსის გამო სკოლები, უნივერსიტეტები, მუზეუმები და თეატრები დახურულია.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში დაიღუპა 12, ხოლო დაინფიცირებულია 374 ადამიანი.