„ბიბისის“ ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა პალესტინური რადიკალური დაჯგუფების, „ალ აქსას წამებულთა ბრიგადის“ ლიდერი მოკლეს
„ბიბისის“ ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა პალესტინური რადიკალური დაჯგუფების, „ალ აქსას წამებულთა ბრიგადის“ ლიდერი მოკლეს

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განხორციელებული ოპერაციის შედეგად, ისრაელის ძალებმა პალესტინური რადიკალური დაჯგუფების ლიდერი მოკლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოპერაცია ისრაელის სამხედრო ძალებმა ქალაქ ნაბლუსში ჩაატარეს, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია პალესტინური რადიკალური დაჯგუფების „ალ აქსას წამებულთა ბრიგადის“ ლიდერი, იბრაჰიმ ალ ნაბულსი და მისი თანმხლები ორი პირი.

გარდა ამისა, როგორც პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ იუწყება, ისრაელის ძალების მიერ განხორციელებული რეიდის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 40 ადამიანი.

„ალ აქსას წამებულთა ბრიგადა“ პალესტინურ მოძრაობა „ფათაჰთან“ იმყოფება კავშირში, რომლებიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებენ. ისრაელი ალ ნაბულსის ბრალს სდებდა იმ დაჯგუფებების ხელმძღვანელობაში, რომლებიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელელებზე ახორციელებდნენ თავდასხმებს.

დატოვე კომენტარი