„ბიბისის“ ინფორმაციით, ირანში, ფარსის პროვინციაში „კოვიდ-19“-ით 13 ადამიანი გარდაიცვალა, ტექნიკური სპირტის მიღებით - 66
„ბიბისის“ ინფორმაციით, ირანში, ფარსის პროვინციაში „კოვიდ-19“-ით 13 ადამიანი გარდაიცვალა, ტექნიკური სპირტის მიღებით - 66

ირანში, ფარსის პროვინციაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დეზინფექციის მიზნით ალკოჰოლის მიღებით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსით. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პროვინციის საგანგებო სამსახურის უფროსის, მოჰამედ ჯავად მორადინის ინფორმაციით, პროვინციაში „კოვიდ-19“-ით 13 ადამიანი დაიღუპა, ტექნიკური სპირტის მიღებით – 66.

ირანში გავრცელებულია ჭორი, რომ ალკოჰოლი ახალ კორონავირუსს კლავს.

ირანში „კოვიდ-19“-ით 20 610 ადამიანია ინფიცირებული, გარდაიცვალა 1 556 ადამიანი.