„ბიბისის“ ინფორმაციით, ირანში, ფარსის პროვინციაში „კოვიდ-19“-ით 13 ადამიანი გარდაიცვალა, ტექნიკური სპირტის მიღებით – 66

19:16, 21.03.2020

ირანში, ფარსის პროვინციაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დეზინფექციის მიზნით ალკოჰოლის მიღებით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსით. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პროვინციის საგანგებო სამსახურის უფროსის, მოჰამედ ჯავად მორადინის ინფორმაციით, პროვინციაში „კოვიდ-19“-ით 13 ადამიანი დაიღუპა, ტექნიკური სპირტის მიღებით – 66.

ირანში გავრცელებულია ჭორი, რომ ალკოჰოლი ახალ კორონავირუსს კლავს.

ირანში „კოვიდ-19“-ით 20 610 ადამიანია ინფიცირებული, გარდაიცვალა 1 556 ადამიანი.

მსგავსი