„ბიბისი“ - ინდონეზიელი მამაკაცი, რომელიც მრუშობის მკაცრი კანონების შემოღებაში მონაწილეობდა, მრუშობისთვის თავად გაწკეპლეს
„ბიბისი“ - ინდონეზიელი მამაკაცი, რომელიც მრუშობის მკაცრი კანონების შემოღებაში მონაწილეობდა, მრუშობისთვის თავად გაწკეპლეს

ინდონეზიელი მამაკაცი, რომელიც მრუშობის მკაცრი კანონების შემოღებაში მონაწილეობდა, მრუშობისთვის თავად გაწკეპლეს.

მუხლის ბინ მუჰამადი დაქორწინებულ ქალთან კავშირში ამხილეს და 28-ჯერ გაწკეპლეს, ქალი კი 23-ჯერ.

მამაკაცი ღრმად კონსერვატიული აჩეს რეგიონიდანაა, სადაც ისლამური შარიათის კანონები პრაქტიკაში ხორციელდება.

მუხლის ბინ მუჰამადი რეგიონის ულემას საბჭოდანაც გარიცხეს.

„ეს ღმერთის კანონია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა უნდა გაიწკეპლოს, თუნდაც ულემას საბჭოს წევრი იყოს“ , – განუცხადა „ბიბისის“ აჩეს ბესარის ოლქის მერის მოადგილემ, ჰუსაინი ვაჰაბიმ.

აჩეს რეგიონში შარიათის კანონები 2005 წლიდან ამოქმედდა, რომელიც ასევე კრძალავს აზარტულ თამაშებს, ალკოჰოლის მოხმარებას, წარმოებასა და გავრცელებას.