„ბიბისის“ ინფორმაციით, ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით კიდევ ერთი მოქალაქე, უილიამ შექსპირი აიცრა
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით კიდევ ერთი მოქალაქე, უილიამ შექსპირი აიცრა

კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ ერთ პაციენტს, ამჯერად დასახლება უორვიკშირში მცხოვრებ უილიამ შექსპირს გაუკეთეს.

ამის შესახებ „ბიბისის“ კორესპონდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

„მეორე პაციენტი, რომელმაც კოვენტრის უნივერსიტეტში კოვიდის აცრა მიიღო, არ დაიჯერებთ და უილიამ შექსპირია უორვიკშირიდან“, – წერს ჰიუ პიმი.