„ბიბისის“ ცნობით, თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში აფეთქებები მოხდა, ირანის სახელმწიფო მედია კი იუწყება, რომ აეროპორტის ნაწილები დაბომბილია

09:19, 07.03.2026

თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში აფეთქებები მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, აეროპორტის ნაწილები დაბომბილია.

მანამდე, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში „შეტევების ფართომასშტაბიან „ახალ ტალღს“ იწყებენ.

ისრაელმა მეჰრაბადის აეროპორტს 4 მარტსაც დაარტყა და განაცხადა, რომ გაანადგურა თავდაცვის სისტემები, რომლებიც ისრაელის საჰაერო ძალებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დღევანდელი დაბომბვა გაცილებით ინტენსიური იყო, ვიდრე წინა.

მსგავსი