„ბიბისის“ ცნობით, საბერძნეთის სამხრეთით ჩაძირულ მიგრანტების გემზე, სულ მცირე, 100 ბავშვი იმყოფებოდა
„ბიბისის“ ცნობით, საბერძნეთის სამხრეთით ჩაძირულ მიგრანტების გემზე, სულ მცირე, 100 ბავშვი იმყოფებოდა

საბერძნეთის სანაპიროზე მაშველები მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგული მიგრანტების ძებნას აგრძელებენ. უკანასკენლი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 79 მიგრანტი, თუმცა გადარჩენილები აცხადებენ, რომ ბორტზე გაცილებით მეტი ადამიანი იყო და მსხვერპლის გაზრდაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, გემზე 400-დან 750-მდე მგზავრი იყო, მათ შორის, სულ მცირე, 100 ბავშვი.

მიგრანტების გემი, რომელიც ლიბიის პორტიდან საბერძნეთისკენ მიემართებოდა, საბერძნეთის სამხრეთ სანაპიროსთან 14 ივნისს, დილით ჩაიძირა. საბერძნეთის მთავრობის ცნობით, მათ 104 მგზავრის გადარჩენა შეძლეს. მომხდართან დაკავშირებით 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი ეგვიპტელია. ისინი ადამიანების ტრეფიკინგში არიან ბრალდებული.

ტრაგედიას გადარჩენილები საბერძნეთის სასაზღვრო სამსახურს მომხდარზე დაგვიანებულ რეაგირებაში სდებენ ბრალს.