„ბიბისის“ ცნობით, ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან
„ბიბისის“ ცნობით, ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან

„ბიბისის“ ცნობით, ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ყველა შვილი ან იმყოფება შოლტანდიაში, ბალმორალის ციხე-სიმაგრეში ან გზაშია.

პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა უკვე ჩავიდნენ ბალმორალში.

გაერთიანებული სამეფოს მონარქს ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი ჰყავს.

ასევე, სასახლეში მიემგზავრებიან პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი, უილიამი კი უკვე ბალმორალშია. მისი მეუღლე ქეითი კი უინძორში დარჩა, რადგან უილიამისა და ქეითის შვილები დღეს პირველად წავიდნენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ დედოფალ ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ექიმები შეშფოთებულები იყვნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და რეკომენდებულია, რომ ის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდეს.