„ბიბისი“ - ვრცელდება ინფორმაცია მოხალისეთა ჯგუფების მიერ კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში რუსეთის საზღვრის გარღვევის შესახებ
„ბიბისი“ - ვრცელდება ინფორმაცია მოხალისეთა ჯგუფების მიერ კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში რუსეთის საზღვრის გარღვევის შესახებ

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოხალისეთა ჯგუფებმა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში რუსეთის საზღვარი გაარღვიეს.

ტელეგრამარხებში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს ფორმირებებმა – „რუსეთის თავისუფლებამ“, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ლეგიონმა“. ვრცელდება ცნობები კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში საზღვრის მიმდებარედ შეტაკებების შესახებ.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფორმირებები რუსეთის მოქალაქეებისგან შედგებიან და მოქმედებენ, როგორც დამოუკიდებელი დანაყოფები. უწყებაში ვარაუდობენ, რომ ამჟამად აღნიშნული გაერთიანებების ერთობლივი ოპერაცია მიმდინარეობს.