„ბიბისი“ - უკრაინაში ომის 100 დღის განმავლობაში რუსეთმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით 100 მილიარდამდე დოლარის გამომუშავება შეძლო
„ბიბისი“ - უკრაინაში ომის 100 დღის განმავლობაში რუსეთმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით 100 მილიარდამდე დოლარის გამომუშავება შეძლო

უკრაინაში ომის 100 დღის განმავლობაში რუსეთმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით 100 მილიარდამდე დოლარის გამომუშავება შეძლო. ნედლეულის მიწოდებას კი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ახორციელებდა.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ საუბარია ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის შესწავლის ფინური ცენტრის ანგარიშში.

კვლევის თანახმად, ნავთობისა და გაზის ექსპორტის 61 პროცენტი ევროკავშირში – ძირითადად გერმანიასა და იტალიაში განხორციელდა, რამაც შემოსავლის სახით, დაახლოებით 60 მილიარდამდე დოლარი შეადგინა. ხოლო, ევროკავშირს მიღმა რუსული ნავთობისა და გაზის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ჩინეთი აღმოჩნდა, 12.6 მილიარდი დოლარის ოდენობის შენაძენით.