„ბიბისი“ – თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ქეითი ზაქარია პრესმდივნის თანამდებობას ტოვებს

22:50, 16.10.2026

თეთრი სახლის პრესმდივანი ქეითი ზაქარია თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პოსტს ტოვებს. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლი ადასტურებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ზუსტი თარიღი, თუ როდის დატოვებს ზაქარია თანამდებობას, ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ზაქარიას თანამდებობაზე დარჩენაზე ფიქრი და გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

„ვუთხარი, ქეით, არ გევალება ამის კეთება, თუ არ გინდა. შენს ადგილას რომ ვიყო, გადავიფიქრებდი“,  – განაცხადა  ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მედია ზაქარიას „ძალიან ცუდად“ მოექცა.

„კეთილი იყოს შენი მობრძანება ტრამპის სამყაროში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ზაქარია თანამდებობაზე 10 ოქტომბერს დაინიშნა. მისი პირველი ბრიფინგი 15 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა და ჟურნალისტებმა მხოლოდ სამი შეკითხვა დაუსვეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, დამკვირვებლების ნაწილის შეფასებით, ზაქარია მოუმზადებელი იყო და ნერვიულობდა. მწვავე კრიტიკა მის იურიდიულ განათლებასა და გამოცდილებას ეხებოდა. დონალდ ტრამპმა ის „ადვოკატად“ წარადგინა, თუმცა, მედიის ცნობით, ზაქარიას აშშ-ში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არ ჩაუბარებია.

ბრიფინგის შემდეგ ზაქარია საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა.

მსგავსი