„ბიბისი" სკრიპალების საქმეზე ფილმს გადაიღებს
„ბიბისი" სკრიპალების საქმეზე ფილმს გადაიღებს

ტელეკომპანია „ბიბისი” სკრიპალების მოწამვლის საქმეზე ფილმს გადაიღებს.

ფილმის სცენარს ადამ პატერსონი და დეკლან ლონი წერენ, რომლებიც ადრე „ბიბისის” საგამოძიებო რეპორტაჟებს ამზადებდნენ. ფილმის სახელწოდება ჯერ უცნობია.

სერგეი სკრიპალი ქალიშვილთან, იულია სკრიპალთან ერთად 2018 წლის მარტში, ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური შხამით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ოფიციალური ლონდონი მომხდარში რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს.